ეკონომიკა
15/11/2021

თიბისი კაპიტალი: ლარში კონვერტაციების პირველი ნიშნები გამოჩნდა

TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში წარმოადგინა.

პუბლიკაციის თანახმად, ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად სავარაუდოდ არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებით იყო გამოწვეული, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა.

საკუთრივ, როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდა წინა თვესთან შედარებით გაძლიერდა, ვალუტის დეპოზიტები კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

“ლარისა და ვალუტის დეპოზიტებს შორის რეკორდულად მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა, არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში ინვესტირება უნდა გააძლიეროს.

სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული“–აღნიშნავს, მთავარი ეკონომისტი.

 

Businesspartner