ეკონომიკა
03/10/2022

TOP10 პროდუქტი/მომსახურება, რომელიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%  შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5%-ით განისაზღვრა

„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ Top10 პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 15.7%

ტრანსპორტი -14.1%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -12.2%

დასვენება, გართობა და კულტურა -10.4%

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -10.1%

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო -7.9%

განათლება -6.4%

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -3%

კავშირგაბმულობა -0.4%

 

 

Businesspartner