ფოტო: primeminister.kz
ეკონომიკა
11/03/2022

ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება - საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი ერთობლივი კომპანიის შექმნას გეგმავენ

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობილივი კომპანიის შექმნას განიხილავენ.

სამმხრივმა კომპანიამ საგზაო ტვირთების გადაზიდვის განვითარებასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განვითარებაზე (TITR) უნდა იმუშაოს.

ერთობლივი საწარმო გადაჭრის გამჭოლი ტარიფებისა და დეკლარაციების საკითხებს. უზრუნველყოფს ერთიანი IT გადაწყვეტილებების შეთავაზებას და სატრანზიტო ტვირთების გაერთიანებას.

ყაზახეთის მთავრობასთან არსებული ანტიკრიზისული ღონისძიებების ოპერატიული შტაბის მონაცემებით, TMTM დერეფანის განვითარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„2022 წლისთვის მარშრუტზე დამტკიცებული მოცულობა 30 000 TEU-ზე მეტია. ამასთან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია  მოცულობის 2-ჯერ გაზრდა. ყაზახი ექსპორტიორები გეგმავენ 2 მილიონ ტონამდე ტვირთის გადამისამართებას TMTR-ზე სხვა მარშრუტებიდან,  მათ შორის იქნება ნავთობპროდუქტები, ლითონის პროდუქტები და ქვანახშირი, 4 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით“, - აცხადებს  ყაზახეთის  მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი.

TITM -ის მარშრუტებია აქტაუ / კურიკი - ბაქო - ბათუმი / ფოთი - ვარნა / ბურგასი (ბულგარეთი) ან კონსტანტა (რუმინეთი), ასევე  აქტაუ / კურიკი - ბაქო - სარკინიგზო მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსი - თურქეთი.  

ამ დერეფანში შესაძლებელია 10 მილიონ ტონამდე ტრანსპორტირება, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის გადაზიდვა.

Businesspartner