ეკონომიკა
20/09/2021

წმინდა ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

ქართული პროდუქციის ექსპორტი მნიშნელოვნად გაიზარდა. მაჩვენებელი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.9 მლრდ დოლარს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ზრდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.7%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში რეექსპორტთან ერთად 2.61 მლრდ დოლარი შეადგინა, წლიურად მაჩვენებელი გაზრდილია 26%-ით.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) მთლიანი ექსპორტის 72.7%-ია. 

წმინდა ექსპორტის უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა ჩინეთია (400.1 მლნ დოლარი), რუსეთი მეორე ადგილზეა (344.1 მლნ დოლარი) და თურქეთი (200.8 მლნ დოლარი) კი მესამე პოზიციაზე.

წმინდა ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 517.9 მლნ დოლარით, მისი წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტში 27.3%-ს აღწევს; მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 143.7 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).

 

 

Businesspartner