ეკონომიკა
19/06/2020

წმინდა ექსპორტი შემცირდა და მხოლოდ $894 მლნ-ია

COVID-19-მა საგარეო ვაჭრობის დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, შემცირებულია წმინდა ექსპორტიც.

საქსტატის მონაცემებით, წმინდა ექსპორტი იანვარ-მაისში წლიურად 4%-ით არის შემცირებული, 894 მლნ დოლარამდე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 72.3%-ია. 

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა წმინდა ექსპორტში 80.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (162.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (141.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (136.6 მლნ. აშშ დოლარი).

წმინდა ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 258.1 მლნ დოლარით, მისი წილი კი 28.9%. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ დოლარით (წმინდა ექსპორტის 12.2%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73 მლნ დოლარით (8.2%).

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ სულ 1,235 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 16.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები