ეკონომიკა
06/07/2021

თურნავა: ჩამოვყალიბდებით როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის მიმზიდველი

ეკონომიკის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვს სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.

“მიმდინარეობს 3 დიდ პროექტზე მუშაობა, ეს არის ფოთის პორტის განვითარება, Pace-ის სატერმინალოი ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც აშშ-ს თანადაფინანსებით ხორციელდება და მე-3 ყველაზე პრიორიტეტული- ანაკლიის პროექტი.

ანაკლიის პროექტზე, სულ მალე დასრულდება ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გადახედვა და ჩამოვყალიბდებით როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ.” -ამბობს, ნათია თურნავა.

Businesspartner