ეკონომიკა
18/09/2020

თურნავა: რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნებია

მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველომ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მიიღო ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5%.

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა - ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

Businesspartner