ეკონომიკა
19/04/2021

უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნებია

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.

2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან $158.8 მლნ-ის სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა, რაც მთელი ექსპორტის 19.4%–ია.

მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები $86.6 მლნ–ით, რაც მთლიანი ექსპორტის 10.5%–ია.

მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები $83.7 მილიონით და 10.2%–ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები