ეკონომიკა
06/05/2022

ზუგდიდში წელს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾10 მლნ-ი დაიხარჯება

ზუგდიდში, წელს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეგიონში ამ ეტაპზე  6 მილიონი ლარის ღირებულების 16 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წლის მეორე კვარტალში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან მუნიციპალიტეტი კიდევ 5-6 მილიონ ლარის დაფინანსებას ელოდება.

როგორც წოწერია აცხადებს, თანხის უდიდესი ნაწილი სოფლის გზების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობაზე  იხარჯება.

Businesspartner