ენერგეტიკა
10/02/2023

15 მგვტ-მდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება

15 მეგავატამდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, მარეგულირებელი კომისია სპეციალურ წესებს 17 თებერვლამდე დაამტკიცებს.

„15 მეგავატამდე ჰესებისთვის, რომელთაც უჭირდათ აქამდე ქსელზე მიერთება, დავამტკიცებთ სპეციალურ წესს, რომელის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება მიერთების წესი, ვადები და ყოველი მეგავატისთვის და დადგენილი იქნება საფასური. ამდენად, გამანაწილებელი კომპანია უკვე ვალდებული იქნება რომ შესაბამის ვადებში და დადგენილი საფასურით მიიერთოს ახალაშენებული 15 მეგავატამდე ჰესები“ - აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება 15 მეგავატზე უფრო დიდი სიმძლავრის ჰესებს, ისინი დერეგულირებულია და ქსელთან მათი მიერთება ტექნიკური პირობით ხორციელდება. 

დავით ნარმანიას განმარტებით, თუ ასეთი ჰესი ელექტროსისტემის ხაზზე ან ქვესადგურზე უნდა მიერთდეს, ამ ნაწილშიც დადგენილია კონკრეტული ვადები და საფასური. საფასურის გადახდის შემდეგ, ელექტროსისტემა ვალდებულია გენერაციის ობიექტი მიიერთოს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები