ენერგეტიკა
10/05/2022

$200 მლნ-ის ინვესტიცია განახლებად ენერგიაში - რა პროექტები განხორციელდება საქართველოში

მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტი მოიწონეს. საუბარია ჯამურად 150 მგვტ. სიმძლავრის ქარის, ჰიდრო და მზის პროექტებზე. მათ შორის ქარის - 110 მგვტ-ია, მზის 20 მგვტ, დანარჩენი ჰიდროელექტროსადგურებია.  

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განხორციელდება 200 მლნ დოლარის ინვესტიცია. 

მისი თქმით, პროექტების განსახორციელებლად შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა გორის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქსანი, ასპინძა. განხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციები. 

"აღნიშნული სიმძლავრეები შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ეს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე წინ გადაგმული ნაბიჯია, რაც შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე", - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები