ენერგეტიკა
02/03/2022

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა და 13.7 ტვტ.სთ შეადგინა.

გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება 13.1%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 7.1%-ით 2019 წელთან შედარებით. ზრდა ძირითადად გამოიწვია აფხაზეთის რეგიონის გაზრდილმა მოთხოვნამ. ამ რეგიონის გამოკლებით, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 12.4%-ით 2020 წელთან შედარებით და 0.7%-ით 2019 წელთან შედარებით.

ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 2021 წელს 23.5 მგვტ.-ით გაიზარდა და 4.5 გვტ.-ს მიაღწია. 2021 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდრო, აქედან უმეტესობას აქვთ გარანტირებული ტარიფი (PPA).

2021 წლის ბოლოს, საქართველოს დადგმულ სიმძლავრეში  3.3 გვტ-ს ჰესებია (103 სადგური), 1.2 გვტ.-ს თბოსადგურები (7 სადგური), ხოლო 20.6 მგვტ-ს ქარის ელექტროსადგური.

Businesspartner