ენერგეტიკა
29/06/2022

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა, ტვირთმა ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადაინაცვლა, ტანკერების შევსება კი ჯეიჰანის პორტში ხდება.

როგორც ოპერატორი კომპანია BP-ი აცხადებს, მილსადენისა და სუფსის ტერმინალის ექსპლუატაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციების კომპანიამ პოტენციური საფრთხეების გამო დროებით შეაჩერა.

BP-ში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის შეიძლება აღდგეს მილსადენში ნავთობის გატარება, თუმცა განმარტავენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოები კომპანიამ აპრილში განახორციელა, მუშაობა კი ყოველთვიური შეფასებისა და ანალიზის შედეგად განახლდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები