ენერგეტიკა
15/12/2021

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 500 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენმა, რომლის ოპერატორიც კომანია BP-ია, მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია და ჯამში 500 მილიონი ტონა ნავთობი გადაზიდა სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით ჯეიჰანის ტერმინალზე.

BP საქართველოს ცნობით, ეს ნიშნული 12 დეკემბერს დაფიქსირდა, სწორედ ამ დღეს კასპიის ნედლი ნავთობის მეხუთასე ტონა გავიდა მილსადენში, 4922-ე ტანკერში სახელწოდებით "ნორდორსი" ჩაიტვირთა და იტალიისკენ (ტრიესტისკენ) გაემართა.

"ეს მიღწევა მნიშვნელოვანია BTC-ის თხუთმეტწლიანი ექსპლუატაციის ისტორიაში, რომლის ათვლაც 2006 წელს დაიწყო. ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე BTC კასპიის ნავთობს უხმოდ, საიმედოდ და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით აწვდის მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში", - განმარტავენ კომპანიაში.

ექსპლუატაციის დაწყებისთანავე BTC განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩეოდა.  მილსადენი დღემდე მაღალი უსაფრთხოების და საოპერაციო მაჩვენებლების მატარებელია. მისი ეფექტურობა და ექსპლუატაციის საიმედოობა დასაწყისში 75%-დან ამჟამინდელ 99.9%-მდე გაიზარდა.

გარი ჯონსი, ბიპი-ს რეგიონალურმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში, აცხადებს, რომ 500 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვანი მიღწევაა და BTC-ის თხუთმეტწლიანი საიმედო და ეფექტური ექსპლუატაციის დამაგვირგვინებელია. "მრავალი წლის შემდეგაც მილსადენი რეგიონში ენერგოექსპორტის ძირითადი არტერიაა. ის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დამაკავშირებელი რგოლია ხმელეთით გარშემორტყმულ კასპიას და ხმელთაშუაზღვას შორის, რომელსაც მარტივი გასასვლელი აქვს მსოფლიო ბაზრებზე", - განმარტავს ის.

მისივე თქმით, ყველამ უნდა ვიამაყოთ BTC-ის წარმატების ისტორიით, რომელშიც შედის ის უდიდესი პოზიტიური ცვლილებებიც, რაც მან სამი ქვეყნის ადგილობრივ თემებსა და ადამიანებს მოუტანა. "ის ნამდვილად მრავალმხრივი და ფართომასშტაბიანი პროექტია და ჩვენ დღეს ვამაყობთ მისი მიღწევებით. უღრმესი მადლობა ყველას ვინც დღე და ღამე მუშაობს და ამ მსოფლიო მასშტაბის პროექტის უსაფრთხო და უხმაურო ექსპლუატაციას ახორციელებს სამივე ქვეყანაში.  ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბიტისის აქციონერებს შესანიშნავი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის", - განმარტავს გარი ჯონსი.

The BTC Co. აქციონერები არიან: bp (30.1%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGC (BTC) Limited (2.36%).

რაც შეეხება BTC-ის, 1768 კილომეტრიანი მილსადენი ნედლი ნავთობის უსაფრთხო და საიმედო ექსპორტს ახორციელებს კასპიიდან ხმელთაშუა ზღვამდე.

თურქეთის სრუტის გვერდის ავლით, BTC ამცირებს ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთების მოძრაობას ისედაც გადატვირთულ სრუტეში და მასთან დაკავშიერბულ გარემოსდაცვით რისკებს.

BTC სატრანზიტო ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალების წყაროს ქმნის და აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და დასავლეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლერებას უწყობს ხელს.

კომპანია BTC მილსადენის მშენებლობის დაწყებიდან მილსადენის გასწვრივ მცხოვრებ 550-ზე მეტ თემში მუშაობს (750,000-ზე მეტი ადამიანი) და მან დღემდე ათასობით სოციალური ინიციატივა განახორციელა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ამჟამად BTC-ის წარმადობა დრეში 1.2 მილიონი ბარელი ნავთობია.

მილსადენის დიამეტრი 46/42/34 დუიმია. მას ჯამში რვა საქაჩი სადგური და 98 დგუშის სადგური აქვს სამი სატრანზიტო ქვეყნის ტერიტორიაზე.

მილსადენი კვეთს რამოდენიმე მთათა სისტემას და მისი უმაღლესი ნიშნული 2,830 მეტრამდე ადის, ვიდრე ჯეიჰანში ზღვის დონემდე დაეშვება. ასევე კვეთს 3000 გზას, რკინიგზას და საზოგადოებრივ ხაზს - როგორც მიწისქვეშა და ასევე მიწისზედა -  და 1500-ზე მეტ წყლის ნაკადს, მათ შორის 500 მეტრამდე სიგანის მქონე მდინარე ჯეიჰანს თურქეთში.

BTC-ის მშენებლობა ოთხი წელი მიმდინარეობდა, 2002 წლის ივლისში დაიწყო და 2006 წლის მაისში დასრულდა. მიიჩნევენ, რომ ბიტისი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა მსოფლიოში. მშენებლობის პიკზე სამივე ქვეყანაში დასაქმებული იყო 22000 ადამიანი (მათ შორის 80%-ს ამ ქვეყნების მოქალაქეები შეადგენდნენ), რომელთაც ჯამში 110 მილიონი კაცსაათი იმუშავეს, მანქანით 200 მილიონი კილომეტრი იმგზავრეს - რაც 10-ჯერ მსოფლიოს გარშემო მგზავრობის ექვივალენტია, და 220 000 მილის სექცია შეადუღეს.

BTC-ის ნავთობი ჯეიჰანიდან პირველი ტანკერით, British Hawthorn-ი, 2006 წლის 4 ივნისს გავიდა და აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან მოპოვებული პირველი ტვირთით,  600,000 ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთულმა   ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალისკენ აიღო გეზი.  

Businesspartner