ენერგეტიკა
28/03/2023

CFD მექანიზმის ფარგლებში, მორიგი სიმძლავრის აუქციონი წლის ბოლოსთვის გამოცხადდება

ენერგეტიკის მხარდამჭერ,CFD მექანიზმის ფარგლებში წლის ბოლოსთვის მთავრობა მორიგ სიმძლავრის აუქციონს გამოაცხადებს.
 
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აუქციონი ამ შემთხვევაში კაშხლოვან, ანუ ე.წ. მარეგულირებელ ჰესებზეც გამოცხადდება.
 
„როგორც კი სიმძლავრის კომისია შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კომპანიების გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, მთავრობის განკარულების საფუძველზე, გაფორმდება პროექტის განვითარების ხელშეკრულება,ამის შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდება მეორე აუქციონი, ვფიქრობთ რომ წლის ბოლომდე გამოვაცხადებთ მორიგ აუქციონს, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია, იმდენად, რამდენადაც სიმძლავრის აუქციონის შეფასებაც გარკვეულ პერიოდს მოითხოვს.
 
მათ შორის აუქციონი გამოცხადდება კაშხლოვან სადგურებზე და შესაბამისად, კონკურენცია ბევრად დიდი იქნება ვიდრე პირველ სიმძლავრის აუქციონზე “-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ პირველ აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. მათ შორის 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესებია. 70 – 70 მეგავატი მზის და ქარის სადგურები.
 
ენერგეტიკის მხარდამჭერ, CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება 27 მარტს დასრულდა.
 
 
 
Businesspartner