ენერგეტიკა
07/07/2020

დავით ნარმანია: ელექტროენერგიისა და გაზის ბაზარზე ზედამხედველობას სემეკი განახორციელებს

ელექტროენერგიისა და გაზის ბაზარს ზედამხედველობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულო კომისია გაუწევს. როგორც სემეკის თავმდჯომარემ, დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, ეს მარეგულირებლის ახალი ფუნქცია იქნება.

„სემეკს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ემატება. ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში მარეგულირებელი კომისიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ერთ-ერთი ახალი ფუნქცია იქნება ბაზრის ზედამხედველობა. ჩვენს ნაწილში, ანუ ელექტროენერგიისა და გაზის ნაწილში ბაზარზე ზედამხედველობას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს“,- აღნიშნა ნარმანიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები