ენერგეტიკა
11/08/2022

დავით ნარმანია: რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ არის და ეს საკითხი ხშირად მანიპულირების საგანი ხდება. 

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ხოლო, როდის რომელი ქვეყნიდან შემოვა ელექტროენერგია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი უფრო იაფად მოგვაწვდის. 

"სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია“, – განაცხადა ნარმანიამ.

Businesspartner