ენერგეტიკა
29/07/2020

EBRD-ი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის 90 მლნ ევროს გამოუყოფს

EBRD-ის მხარდაჭერა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის - ევროპული ბანკი საქართველოს 90 მლნ ევროს  ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:
• ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;
• ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;
• კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში.

Businesspartner