ენერგეტიკა
12/08/2020

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დამტკიცებულია. ახალი რეგულაციები 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობ და დარეგულირდება.

წესები ეხება  როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს.

რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ დოკუმენტის მიღება ყველა საქმიანი შენიშვნის გათვალისწინებით მოხდა.

მომდევნო პერიოდში მარეგულირებელი კომისია ტარიფების გაანგარიშების საკითხებსა და გამანაწილებელი კომპანიების გაყოფის წესსაც შეიმუშავებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები