ენერგეტიკა
01/03/2022

ელენერგიის საბითუმო ბაზარზე 30 ახალი პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე პირდაპირი მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. საბითუმო ბაზარზე 30 ახალი პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფის მოხმარება წლიურად 45.8%-ით გაიზარდა.

რაოდენობის ზრდას ორი ძირითადი მიზეზი ქონდა: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გარკვეული კატეგორიის კომპანიებს 2021 წლის 1 ივლისამდე რეგისტრაცია აიძულა. რეგისტრაციის კრიტერიუმი იყო 35- 110კვ ქსელზე 0.4 მგვტ.სთ-ზე მეტი თვიური მოხმარება. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულო რეგისტრაციის კრიტერიუმის მომავალი გადახედვა დაგეგმილია 2022 წლის ივლისში. ამ დროისათვის, სავალდებულო რეგისტრაცია შეეხება ყველა კომპანიას, რომელიც დაერთებულია 35-110კვ ქსელზე და 6-10კვ ქსელის იმ აბონენტებს, რომლებიც მოიხმარენ თვეში 1.0 მგტ.სთ-ზე მეტს. მეორე მიზეზი იყო თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას ტარიფების საშუალოდ 70%-იანი ზრდა კომერციული სექტორისთვის.

"ამ ზრდის გამო ზოგიერთი კომპანიისთვის დისტრიბუციის კომპანიების გზის ავლით, პირდაპირ საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა გახადა მიზანშეწონილი. ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზება ამ გზით არ ხდება, ამიტომ ასეთი კომპანიების რიცხვი ბევრი არაა. ტარიფის ასეთივე მნიშვნელოვან ზრდას უახლოეს წლებში არ ველოდებით“, - მიიჩნევს „გალტ ენდ თაგარტი“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები