ენერგეტიკა
29/12/2020

"ენერგო-პროს" აბონენტებისთვის ელექტროენერგია კვტ-ზე 3.5 თეთრით გაძვირდა

სემეკმა "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ მსჯელობა დაასრულა.

კომისიის დადგენილებით, ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება.

დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.5 თეთრით ძვირდება.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა კიდევ უფრო მკვეთრია და ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება.

Businesspartner