ენერგეტიკა
16/12/2020

“ესკო“ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას ეძებს

2021 წლის 11-31 იანვრის პერიოდისათვის  თურქეთიდან 33.6 მლნ კვტ.სთ-ს ელექტროენერგიის შემოტანისთვის  ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა.იმპორტის განხორციელება შესაძლებელია სამუშაო და დასვენების დღეებში 08:00-24:00 სთ-ის ჩათვლით, ჯამური იმპორტის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 100 მგვტ-ს.

თურქეთის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან 400კვ ეგხ „მესხეთით“ იმპორტის განხორციელების შემთხვევაში ტექნიკურად დასაშვები მინიმალური სიმძლავრე  35 მგვტ-ია.

შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 21 დეკემბრის, 17:00 სთ.

ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 79.2 მლნ კვტ.სთ აჭარბებს.ნოემბერში თურქეთიდან 120.35 მლნ კვტ.სთ-ს ელქტროენერგიის შემოტან იყო დაგეგმილი.

Businesspartner