ენერგეტიკა
15/01/2021

Helios Energy ევროპის ბაზარს მზის ელექტროსადგურებით მოამარაგებს

Helios Energy გერმანიაში საწყობს 2021 წელს ააშენებს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

„გერმანულ კომპანიასთან გვაქვს შეთანხმება, საწყობის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც ევროპის ქვეყნები მომარაგდება. მშენებლობაში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა ფინასნურ ნაწილში არა.

ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ შევძლებთ ევროპის მასშტაბით გავგზავნოთ მზის ელექტროსადგურები და სხვა პროდუქცია, შესაბამისად, გავზარდოთ გაყიდვების მასშტაბი,“ – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ Helios Energy საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. კომნპანიას საერთო ჯამში, დაყენებული აქვს 1,2 მეგავატიის ელ–სადგური, რომელიც წლიურად 1 560 000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

Businesspartner