ენერგეტიკა
12/12/2022

ჰესები, თბოსადგურები - რა ენერგოპროექტების განხორციელება იგეგმება საქართველოში

მთავრობა ჰესების მშენებლობის ფონზე, თბოსადგურების მშენებლობას განიხილავს. კონკრეტული გეგმების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება თბოსადგურების მშენებლობა და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღება, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური მოლაპარაკებების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება:

"დაახლოებით 800 მეგავატის პროექტებიგაეშვება და ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს და ეს ჯამში რამდენიმე, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner