ენერგეტიკა
02/06/2021

ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია - ზურაბ ნოღაიდელი

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლეი აცხადებს. 

მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ენერგეტიკის განვითარებას აკისრია, საკუთრივ კი, ადგილობრივი გენერაციისდა მათ შორის ჰიდროენერგეტიკული მსხვილი ობიექტების განვითარებას.

ამ მიმართულებით,  ცხადია, რომ ნებისმიერი პროექტი მოახდენს ლოკალურ გავლენას გარემოზე, მოახდენს გავლენას ასევე გარკვეული სოციუმის ჩვეულ მდგომარეობაზე და კიდევ სხვა მიმართულებებით. აქ მთავარი ის არის, რომ ჰესების აშენებით მისაღები ზიანი,  რასაკვირველია გარდაუვალია, მაგრამ სარგებელია განუზომლად დიდი. ანუ, ეკონომიკური შედეგი, რომელიც მთელ საზოგადოებას გვექნება, მთელ საქართველოს გვექნება, არის განუზომლად მეტი, ვიდრე ეს შესაძლო  უარყოფითი შედეგები, რაც ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას მოაქვს“, - განმარტა ნოღაიდელმა.

 

Businesspartner