ენერგეტიკა
14/06/2022

ინვესტიციები და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში - თბილისი რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი რეგიონალურ ენეგეტიკულ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობას სამთავრობო უწყებებთან, ენერგოკომპანიებთან და ენერგეტიკული თანამეგობრობასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

როგორია ენერგოსექტორის წარმომადგენლების მოლოდინი, ასევე ინვესტიციებისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" დავით ნარმანიამ ისაუბრა.

როგორც "სემეკის" თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, ღონისძიებაზე საინვესტიციო აქტივობებზე, წესებსა და პროცედურებზე იმსჯელებენ, განიხილება ასევე ენერგეტიკის სექტორში დავებისა და დავების ალტერნატიული წესით განხილვის საკითხიც.

"გამომდინარე იქედან, რომ პროცესში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, ვფიქრობთ საინტერესო მიგნებები გვექნება, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას შემგომი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით. რაც შეეხება დავებს, ეს არის ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, მაგალითად როდესაც მოსახლეობა გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს ჰიდროელექტრო ან სხვა ტიპის სადგურის მშენებლობას ან დავა შეიძლება იყოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების გაჭიანურების ან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, როგორც ნამახვანჰესის შემთხვევაში მოხდა. მედიატორის როლში შეიძლება იყოს მედიატორთა ასოციაცია, სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებები, რომლებიც ასეთ დროს შუამავლის როლს ასრულებენ.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე მხოლოდ საქართველოზე არ იქნება საუბარი, მოწვეული გვყავს ევროპის ენერგეტიკული გართიანების და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები. შესაბამისად, ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და ადგილზე არსებული მედიაციის სისტემის პრეზენტირება კარგ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ევროპული მაგალითები და ჩვენც გავუზიარით ჩვენი გამოცდილებამ," - აღნიშნავს დავით ნარმანია.

მისივე თქმით, კონფერენციაზე როგორც "სემეკის", ასევე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას, თუ როგორია საქართველოში არსებული მარეგულირებელი ნორმები და როგორ მივდივართ წინ რეფორმის ფარგლებში, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს.

Businesspartner