ენერგეტიკა
09/03/2021

"ინვესტორს მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცა, რომელიც ნამახვანჰესის ასაშენებლად სჭირდება"

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ENKA-ს მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცა, რომელიც ინვესტორ კომპანიას ნამახვანი ჰესის ასაშენებლად სჭირდება. ნათია თურნავა კატეგორიულად არ ეთანხმება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურქულ კომპანიას მთელი ხეობა გადაეცა.

„ასე არ არის. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. მათ ზედმეტი ქონების გადასახადის გადახდის არანაირი სურვილი არ აქვთ. ამიტომ თუკი რამე არ ჯდება ამ პროექტში, მათ ეს არ სჭირდებათ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიწები აბსოლუტურად სწორად არის გადაცემული. მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და გავხსნით ამ საკითხს. აქ არაფერი დასამალი არ არის“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც.

Businesspartner