ენერგეტიკა
07/11/2022

ლაშა ხუციშვილი: სსფ-ს მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემაზე შევთანხმდით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით, ასევე, შეჯერდა ხედვები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით.

„პროგრამის ფარგლებში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მეტი ეკონომიკური მდგრადობა გლობალური გამოწვევებისადმი. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სსფ-ის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის.

Businesspartner