ენერგეტიკა
06/10/2022

ლევან დავითაშვილი: "ნამახვანჰესის" პროექტი აუცილებლად განხორციელდება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესი" სტრატეგიულ პროექტად რჩება და ის აუცილებლად განხორციელდება. 

"ენკამ" ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ.საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიცშეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების შედეგად დამატებითი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

 

Businesspartner