ენერგეტიკა
31/03/2023

მესტიის მუნიციპალიტეტში ქვესადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მესტიის მუნიციპალიტეტში ქვესადგურის მშენებლობაზე ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

საუბარია 500/110/35 კვ „იდლიანის“ დახურული ტიპის ქვესადგურის მშენებლობაზე, რომელმაც სვანეთში ენერგომომარაგება უნდა გააუმჯობესოს.

პროექტი ორი წლის ვადაში დასრულდება და მასში ინვესტიციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. „პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის არსებული და პერსპექტიული სადგურები დაუკავშირდება იდლიანის ახალ ქვესადგურს, რაც უზრუნველყოფს სადგურების სიმძლავრის საიმედო გამოტანას ელექტროგადამცემ ქსელში, საბოლოო ჯამში კი, მკვეთრად გააუმჯობესებს სვანეთის ენერგომომარაგებას.

სსე პროექტს საკუთარი სახსრებით, ორი წლის ვადაში განახორციელებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა მოხმარების უზრუნველყოფის, ისე სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის ათვისების კუთხით.“- აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner