ენერგეტიკა
17/12/2020

მომავალი წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ელიან

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12.92 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც 2020 -თან შედარებით, 3%-იანი ზრდაა.

2021 წელს მოხმარების სტრუქტურა იცვლება. "თელასიდან" და "ენერგო-პროდან" მომხმარებელთან ნაწილი თავისუფალ ბაზარზე გავა. „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მომავალ წელს 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, "ენერგო-პროდან" გასულების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ.

თავად „თელასის“ მოხმარება 2.82 მლრდ იქნება, „ენერგო-პროს“ – 4.54 მლრდ კვტ.სთ. პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ 2.3 მილიარდს, ხოლო აფხაზეთი  2.6 მილიარდს.

ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ექსპორტზე 650.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანა იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება გამომუშავებას, ის  მომავალ წელს 12.41 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწევს, მათ შორის, თბოსადგურები 3 მილიარდს, ქარის ელექტროსადგური 86.3 მილიონს, ხოლო ჰიდროსადგურები 9.32 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

საქართველოს 1.16 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს.

Businesspartner