ენერგეტიკა
09/01/2023

მთავრობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკს მიმართავს

მთავრობა შავი ზღვის პროექტისწყალქვეშა კაბელის პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკს მიმართავს.

ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე უკვე ისაუბრეს. კონკრეტულად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საფინანსო ინსტიტუტს 75 მლნ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მიმართავს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს ინიციატივით მუშაობა უკვე დაწყებულია პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს.

ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს იყო - საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“.

აღნიშნული განკარგულებით, მთავრობამ მოიწონა იმერეთის რეგიონში დაგეგმილი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება. აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 თვე.

ელექტროსადგურის სიმძლავრე: 50 მგვტ; გამომუშავება - 180,89 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია: 66 მლნ. აშშ დოლარი იქნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები