ენერგეტიკა
14/11/2022

მტკვარი ჰესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო - თანაინვესტირების ფონდი მიზეზებს განმარტავს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესს ექსლუატაციაში 2024 წლის პირველ კვარტალში გაუშვებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, ვადების გადაწევა გამოწვეული იყო პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი შეფერხებებით როგორც მშენებლობის პროცესში ასევე მასალების მოწოდების კუთხით.

მათივე განმარტებით,  პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს $232 მილიონს შეადგენს.

2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა გააახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ.

სავარაუდო წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 2% (2020 წელს 12.7TWh).