ენერგეტიკა
12/10/2021

მწვანე გრანტებზე ფერმერთა განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალები და პირობები

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლების მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო.

ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე 8 ოქტომბერიდან  31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

მარტივი მზის გამათბობელი და  მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას  (sSWH/sSAH), სადაც  სააგენტოს მიერ  დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს  1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების  არანაკლებ 10% - ით;

ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% - ით;

შენობის  თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის  მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა  მთლიანი ღირებულების არანაკლებ  30% -ით; შენობის 

სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების  არანაკლებ 40% -ით.~

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

მთავარი სიახლეები