ენერგეტიკა
23/10/2020

ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის პროექტი ენერგეტიკაში საუკუნის პროექტია

ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს საუკუნის პროექტს უწოდებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანი ჰესის პროექტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოების გაცნობისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრე 430 მგვტ-ია, ინვესტიციის მოცულობა კი 800 მლნ დოლარია, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა“ ახორციელებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

მინისტრმა ჰესის გარემოსდაცვითი სტანდარტების მნიშნელობაზეც აღნიშნა. "ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როდესაც ასეთი მსხვილი დიდი სამშენებლო პროექტი მთავრობის ჩართულობით შეიძლება ხორციერდებოდეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას და ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი.“

ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მსხვილი ინვესტიციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, რაც გამოიჩინა ინვესტორმა საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.

 

Businesspartner