ენერგეტიკა
07/06/2022

ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს - ცვლილებები ენერგოკომპანიებში

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ "გარდაბანი 1"-ს უხელმძღვანელებს.

საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია "ბიზნესპარნტიორს" ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს.

რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, "ბიზნესპარნიოტრის" ინფორმაციით, "გარდაბანი 1"-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Businesspartner