ენერგეტიკა
04/06/2021

პარლამენტში ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოსმენა დაიგეგმა

საქართველოს პარლამენტი ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას  მოისმენს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით მოხსნებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი წარადგენს. თანამომხსენებლებად  „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორი  ირინა მილორავა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  დავით ნარმანია არიან განსაზღვრულნი.

ინფორმაცია, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოსმენის გამართვის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

საპარლამენტო მოსმენა 7 ივნისს, 4 სააათზეა დაგეგმილი.