ენერგეტიკა
22/06/2022

პრემიერი: 13 ქარისა და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები გაფორმებულია

მთავრობა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამის შემუშავებისთვის ემზადება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს. 

"გვინდა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა დავიწყოთ. ეს მე ორი თვის წინ დავაანონსე. PPA-ის სტრუქტურის დაბრუნებას ვაპირებთ. კონკრეტული გეგმები გვაქვს. მოლაპარაკებები გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ კიდე პირიქით გვაქვს. არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მას გენერაცია ვერ ეწევა. ყოველ წელს იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. აუცილებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა. ქვეყანას უზარმაზარი ჰიდრო პოტენციალი აქვს. 26 000 მდინარე გვაქვს. ამას ემატება ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარება. დღეის მდგომარეობით, 13 ქარისა და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები გაფორმებულია. ქარის ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 740 მგვტ-ია. რაც შეეხება მზის სადგურებს, რაც უკვე გაფორმებული გვაქვს, ჯამურად 140 მგვტ-ია. ჰიდროზეც დაემატება, როგორც კი შევთანმდებით სავალუტო ფონდთან და შემდეგ ამ პროგრამას წარმოგიდგენთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner