ენერგეტიკა
06/07/2020

რა ტარიფით ისარგებლებენ 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ჰესები

5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესები სპეციალური პრემიალური ტარიფით ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.

ე.წ „ფიდინგ პრემიუმი“ 1 კვტ.სთ-ისთვის 15 ცენტია და ის წელიწადში 8 თვის განმავლობაში დაერიცხება ჰესს, გამონაკლისი იქნება მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდები, როდესაც მწარმოებლებს ექსპორტის შესაძლებლობაც ექნებათ.

პრემიალური ტარიფი გადაიხდება ენერგო ბირჟაზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატების სახით, თუმცა არსებობს გამონაკლისები.

დამატება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.

თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით.

 

Businesspartner