ენერგეტიკა
08/09/2021

რაკეშ ნაიკი: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" თამაშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია. პანდემიიის დაწყების დღიდან, კომპანიას შემუშავებული აქვს მკაცრი რეგულაციები საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისად, რათა შენარჩუნებული იქნას უსაფრთხო სამუშაო გარემო შუახევი ჰესის თანამშრომლებისთვის.

"ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, გავიკეთოთ აცრა, და ერთად დავამარცხოთ ეს ვირუსი, რომელიც უმარავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს ყოველდღიურად. ვაქცინაცია, კოვიდ რეგულაციების დაცვა და სოციალური დისტანციის შენარჩუნება მოგვცემს საშუალებას რომ პანდემიაზე გავიმარჯვოთ", - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.

ამ დროისთვის, კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, ადგილზე მხოლოდ ის თანამშრომლები რჩებიან, რომლებიც ჰესის ტექნიკურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური გაიდლაინი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი დაცვა კოვიდ ინფექციისგან.

 

Businesspartner