ენერგეტიკა
29/11/2021

საერთაშორისო ბირჟებზე კვირა ნავთობზე ფასების ზრდით დაიწყო

პარასკევს ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ორშაბათის ვაჭრობა საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე ფასების ზრდით დაიწყო.

Brent-ის მარკის ნავთობზე იანვრის ფიუჩერსების ფასი 5%-ით გაიზარდა და 76.4 დოლარს მიაღია. ამ დროისათვის კი, 75.9 დოლარი ღირს.

დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI-ს ღირებულებამ დილით 4.5%-ით მოიმატა და 71.2 დოლარს შეადგენდა.

გასულ კვირის ბოლოს ნავთობის ფასები 12%-ით დაეცა, რაც უმთავრესად კორონავირუსის ახალ სამხეთაფრიკულ შტამს „ონიკრონს“ უკავშირდება.

ახალი შტამის გავრცელების გამო რამდენიმე ქვეყანამ აფრიკული სახელმწიფოების ნაწილთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, პანდემიის ახალმა ტალღამ ეკონომიკური აქტივობა შეაფერხოს.

აღსანიშნავა, რომ 2 დეკემებერს OPEC+-ის ქვეყნების მორიგი სხდომაა ჩანიშნული. არ არის გამორიცხული, რომ ნავთომომპოვებლებმა მოპოვების ზრდის გეგმაზე უარი თქვან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები