ენერგეტიკა
20/04/2022

"საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შემთხვევაში, დიდი ენერგოკომპანიების მოზიდვას შევძლებთ"

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის განცხადებით, საინვესტიციო გარემო ცუდი გამოცდილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმზიდველია.

როგორც ასოციაციის პროექტების მენეჯერმა მატა გორდეზიანმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განმარტა, ეს ერთი მხრივ გამოწვეულია იმით, რომ განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს უკვე განახლებადი ენერგიის ათვისებაზე მუშაობა და ბევრ ქვეყანაში ეს რესურსი ამოწურულია, შესაბამისად, საქართველო ამ მხრივ ხელმისაწვდომია.

"მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ისტორია გვაქვს დიდი პროექტების განხორციელების, ინვესტორების დაინტერესება მაინც საკმაოდ დიდია და თუ ხელს შევუწყობთ საინვესტიციო გარემოს განვითარებას, აუცილებლად შევძლებთ მოვიზიდოთ დიდი კომპანიები, დავაინტერესოთ ისინი ჩვენი განახლებადი ენერგიებით და ზოგადად ჩვენი ქვეყნით," - აცხადებს მატა გორდეზიანი.

Businesspartner