ენერგეტიკა
10/03/2022

საქართველო კატართან სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხს განიხილავს

საქართველო კატართან სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხს განიხილავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

„კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან შეიხ ფალეჰ ბინ ნასერ ალთანისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხები განვიხილეთ”, - განმარტავს ნინო თანდილაშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ნარჩენების მართვასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოსთან გარემოს დაცვის საკითხებზე მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია. 

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.

Businesspartner