ენერგეტიკა
11/02/2022

საქართველოს დერეფანში გაზის ტრანზიტი გაოთხმაგებულია

საქართველოს დერეფანით გაზის ტრანზიტი 4-ჯერ გაიზარდა.

BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კუბ. მეტრი გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული გაზია გატარებული.

მილსადენის დატვირთვა 2010 წელთან შედარებით, როდესაც, 4.3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, 4-ჯერ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 59%-ია.

BP-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს გაიზარდა მილსადენის საოპერაციო ხარჯებიც, რამაც 54 მლნ დოლარი შეადგინა. კაპიტალური ხარჯები 12 მლნ დოლარზე მეტი იყო. მთლიანობაში ზრდა წლიურ ჭრილში 15%-ს აღწევს.  

2021 წლის გაზის ბალანსის მიხედვით, საქართველო შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან დამატებითი და ოფციური გაზის სახით 1 მლრდ კუბ. მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის მიღებას ვარაუდობდა.  

“სამხრეთ კავკასიური მილსადენი” კიდევ 2 მილსადენს უერთდება - ტრანსანატოლიურ TANAP -ს და ტრანსადრიატიკულ TAP -ს. მათი გავლით აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, იტალიას და ბულგარეთს.

 

Businesspartner