ენერგეტიკა
14/08/2020

საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები შეუმცირდა

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდა, წლიური მატება 12,4%-ია და 31 მლნ დოლარს აღწევს. იმპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 3.9 ცენტი (-11.2% წ/წ) შეადგინა. G&T-ის მონაცემებით, აფხაზეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის იმპორტი შეღავათიან ტარიფად ხორციელდება, რამაც გამოიწვია საშუალო ფასის კლება წინა პერიოდებთან შედარებით. ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 4.7-5.2 ცენტს შორის მერყეობს.

ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები შეუმცირდა, მიზეზი განახევრებული ექსპორტია.

2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ 4.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით ჩამორჩება.

საშუალო ექსპორტის ფასი კვტ.სთ-ზე 3.7 კვტ.სთ-ს შეადგენდა, რაც წლიური 18.6%-იანი ზრდაა. ფასის ზრდა ექსპორტის სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდება.

Businesspartner