ენერგეტიკა
05/05/2021

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ₾200 მლნ-ის ევრობონდებს გამოუშვებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ₾200 მლნ-ის ევრობონდებს განათავსებს.

როგორც ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მსოფლიო ბანკის ტენდერში კომპანია „გალთ ენდ თაგარტმა“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზაციის შეფასება.

უჩა უჩანეიშვილის განცხადებით, კომპანია წლის ბოლომდე შეძლებს ევრობონდების გამოშვებას, რომელიც ლარში იქნება ნომინირებული.

„მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ ბონდების გამოშვება. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის შეფასება, აღნიშნულ ტენდერში კი გაიმარჯვა „გალთ ენდ თაგარტმა“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოს შევძლებთ ბონდების გამოშვებას დაახლოებით 200 მლნ ლარის ეკვივალენტით. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ლარში და დაეხმარება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის შემცირებაში,“ - აღნიშნა უჩანეიშვილმა.

ამასთან, საწარმოს კორპორატიზაციის პროცესში, გამოცხადებულია კონკურსი, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი უნდა შეირჩეს.

Businesspartner