ენერგეტიკა
16/03/2022

საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განიხილება

საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განიხილება, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა.

განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის დამატებითი ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ კომპანიებს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს მისცემს.

რომეო მიქაუტაძემ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შესახებ, რომელიც გაზრდის კონკურენციას სექტორში, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების მოზიდვას და მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისკენ. ასევე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადაცემი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი, უფრო მეტი სიმძლავრის ხაზების მშენებლობაზე, რომლებიც ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, მეტად ითანამშრომლონ ელექტროენერგეტიკის სფეროში.

Businesspartner