ენერგეტიკა
29/05/2023

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური უნდა აშენდეს

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური უნდა აშენდეს - 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოცხადდება აუქციონი და შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას გარდაბანი 3 თბოსადგური.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში პირველი 230 მგვტ-იანი თბოსადგური, რომლის ღირებულებაც $250 მილიონი იყო, 2015 წელს გაიხსნა, ხოლო იგივე სიმძლავრის გარდაბანი 2 კი -  2020 წელს.

Businesspartner