ენერგეტიკა
06/10/2020

სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად ემზადება

სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად ემზადება, რაც სავარაუდოდ 2020 წლის მეოთხე კვარტალში მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე აპირებდნენ ვალდებულებების გასტუმრებას პროცესი გაჭიანურდა.

კომპნიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც (47 მლნ ლარი). მზარდია შემოსავლები. 2019 წელს შემოსავალმა 257 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს შემოსავალი 79 მლნ არ აღემატებოდა. თუმცა გაზრდილია ხარჯებიც, რაც 227 მლნ ლარს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსისტემა 2020-30 წლებში 700 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს სხვადასხვა პროექტში. ამ მიზნით კომპანია კომერციული ფინანსების მოძიების შესაძლებლობებს იკვლევს, რაც ფასიანი ქაღალდების გამოშვებასაც მოიცავს.

 

 

Businesspartner