ენერგეტიკა
08/04/2021

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გასულ წელთან შედარებით 41,7%-ით გაიზარდა

2021 წლის მარტში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,53 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,34 ათასი ტონით, 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 0,45 ათასი ტონით, 41,7%-ით მეტი შეადგინა.

მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი 15,7%–ით, ირანი 15,0%–ით, გერმანია 9,8%–ით და ა.შ.

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 3,79  ათასი ტონა შეადგინა, რაც 10,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,23 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან განხორციელდა - 0,64 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,48 ათასი ტონა, გერმანია - 0,43 ათასი, ირანი - 0,43 ათასი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, პანდემიის გავლენა პროდუქციის მოხმარებაზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. თუმცა სახეზე გვაქვს პოზიტიური დინამიკა მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, მომავალ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის სრულყოფილმა აღდგენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ის კვლავინდებურად გამოჩნდა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში.

 

 


 

 

Businesspartner